ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა
წმინდა სინოდის წევრი, მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსამსახურში დაუდასტურდეს.

2014 წელს აკურთხეს ეპისკოპოსად ხოლო 1997 აღიკვეცა ბერად.

2014 წლის 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ახლადშექმნილი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად.

2014 წლის 11 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით.

2017 წლის 2 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გადმოყვანილ იქნა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.
ბეჭდვა
1კ1