ხაშურის 12 მოციქულის სახელობის ტაძარში, თქვენი დახმარებით, მალე ღვთისმსახურება აღევლინება
ხაშურის 12 მოციქულის სახელობის ტაძარში, თქვენი დახმარებით,  მალე ღვთისმსახურება აღევლინება
"კარიბჭის" მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი.
სწორედ თქვენი დახმარებით, უფლის შეწევნით, ამ დიდებული ტაძრის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენი წინა პუბლიკაციის გამოქვეყნებისთანავე, მამა ლევანს დაუკავშირდა ჩვენთვის უცნობი პიროვნება და ტაძარს კანკელი შესწირა.
ახლა დარჩენილია იატაკის მოპირკეთება და ეზოს მოწყობის სამუშაოები. კანკელიც მალე დაიდგმება და ტაძარში მსახურებაც აღევლინება.

ვისაც სურვილი გაქვთ, შეეწიოთ ტაძრის აღმშენებლობის მადლიან საქმეს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE50BG0000000550190700
მიმღები მალხაზ ნოზაძე

ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.

წმინდა თორმეტი მოციქულის მადლი გეწეოდეთ!
უფალმა შეუწიროს ტაძრის თითოეულ შემომწირველს და მადლი და წყალობა არ მოაკლოს!




ბეჭდვა
1კ1