უნიკალური აღმოჩენა ბორჯომში, ბერის საყდრებთან აკლდამა აღმოაჩინეს
უნიკალური აღმოჩენა ბორჯომში, ბერის საყდრებთან აკლდამა აღმოაჩინეს
როგორც ბორჯომი TV გვამოცნობს, ბორჯომში, ყვიბისის მახლობლად, ბერის საყდრების მამათა მონასტერთან არქეოლოგებმა აკლდამა აღმოაჩინეს.

აკლდამაში, სამარხთან ერთად, მონეტა და კერამიკისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები იყო დაფლული, რომელთა შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომის ისტორიისა და კულტურისათვის.

არქეოლოგები თვლიან, რომ აკლდამა სავარაუდოდ X-XI საუკუნეშია აგებული, სავარაუდოდ იგი იმ ბერების საძვალეა, რომლებიც იმ პერიოდში აქ არსებულ მონასტერში მოღვაწეობდნენ. ბერის საყდრები ყვიბისის აღმოსავლეთით 4 კმ-ზე მდებარეობს . მის მშენებლობას წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, თეოდორესა და ქრისტეფორეს სამცხეში მოღვაწეობას უკავშირებენ. სხვა ეკლესია-მონასტრებთან ერთად, რომლებიც იმჟამად აშენდა გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეების ძალისხმევით, ბერის საყდრებსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბორჯომის ისტორიასა და განვითარებაში.

არქეოლოგიური სამუშაოები ბერის საყდრებთან ერთი თვის განამავლობაში მიმდინარეობდა.
არქეოლოგები ბერის საყდრებს დღესაც ესტუმრნენ, როგორც ისინი ამბობენ, კვლევა გრძელდება და სამარხის საბოლოოდ შესწავლის შემდეგ ბევრი საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი.







ბეჭდვა
1კ1