ტიმოთესუბნის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს
ტიმოთესუბნის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს
30 ივნისს, მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) საღვთო ლიტურგია აღავლინა მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ იერომიელთან (ფილიშვილი) და ადგილობრივ და სხვა ეპარქიებიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებთან ერთად. წირვას ბორჯომისა და ბაკურიანის, ასევე სხვა ეპარქიებიდან ჩამოსული მომლოცველები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ვაჟთა ანსამბლ "კრწანისის" (ხელმძღვანელი რამინ მიქაბერიძე) წევრები ესწრებოდნენ.  

შალვა ახალციხელის ხსენების დღეს თბილისიდან ჩააბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ახლადდაწერილი ხატი, რომელიც მეუფე სვიმეონმა აკურთხა და იგი ამიერიდან ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში იქნება დავანებული.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაში" რამდენიმე თვის მანძილზე იწერებოდა (ხატმწერი მაია (იოანნა) სოსელია). ხატის შემომწირველია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მგალობელი თეიმურაზ არჩუაძე.



ბეჭდვა
1კ1