ლეთეთის ღვთისმშობლის შობის ტაძარი უკვე აღდგენილია და ახლა კანკელის დასადგმელად გთხოვთ დახმარებას
ლეთეთის ღვთისმშობლის შობის ტაძარი უკვე აღდგენილია და ახლა კანკელის დასადგმელად გთხოვთ დახმარებას
წლების წინ გატყობინებდით, რომ ქარელის რაიონის  სოფელ ლეთეთში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველესი ტაძარი აღდგენას საჭიროებდა, გასაკეთებელი იყო გადახურვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტაძარი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ღვთის წყალობით, არაერთი გულისხმიერი ადამიანის დახმარებით, ტაძართან დაფუძნებული მონასტრის იღუმენის ექვთიმეს (ბერაძის) მონდომებით ეს სამუშაოები უკვე დასრულდა.

ახლა ტაძრის ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. დასადგმელია კანკელი, მოსაწყობია საკურთხეველი.
კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას, მეგობრებო.
შევეწიოთ ლეთეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს. უფალმა შეგიწიროთ, დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ანგარიში GE39TB1134636512500017
მიმღები ლერი გიორგობიანი.
ტელ: 599 37 31 13 მამა დანიელი (გიორგობიანი)


ბეჭდვა
1კ1