საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. შეხვედრის თემა უცნობია, თუმცა შესაძლოა, ისინი ჩOVID19-ის გამო დაწესებულ "კომენდანტის საათის" პირობებში სააღდგომი ლიტურგიის შესრულების შესახებ მსჯელობდნენ.

შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძის ყოფნის თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა და აღნიშნულის თაობაზე პასუხს ელოდება.
ბეჭდვა
1კ1