"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი
"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი
დღეს ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა გა­მოც­დას გა­დის და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ამ გა­მოც­დას ღირ­სე­უ­ლად აბა­რებს, - ამის შე­სა­ხებ ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, მხო­ლოდ უფ­ლის შე­წევ­ნით გა­ვუძ­ლებთ და და­ვა­მარ­ცხებთ ამ გან­საც­დელს.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა იყო მა­მუ­ლი, ენა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა, რო­მე­ლიც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით: ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი. ამ ფა­სე­უ­ლო­ბებ­მა მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, ეს გვი­ცავს დღე­საც. მად­ლო­ბა ღმერ­თს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მსოფ­ლიო სულ უფრო და უფრო სცილ­დე­ბა ამ ფა­სე­უ­ლო­ბებს და მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი წე­სით აგ­რძე­ლებს თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბას, დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა ჩვე­ნი ერი და ეს არის ნი­შა­ნი იმი­სა, რომ იგი არ ღა­ლა­ტობს უფალს, თა­ვის ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და სწო­რედ ამის გან­მტკი­ცე­ბა­ში უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლა ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთმპყრო­ბელ­მა, ჩვენ­მა სუ­ლი­ერ­მა მა­მამ, კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ. ამ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გარ­შე­მო გამ­თლი­ა­ნე­ბა ჩვე­ნი ერის უდი­დე­სი ძა­ლაა და ეს პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა.

კი­დევ უფრო უნდა გან­მტკიც­დეს ჩვე­ნი ერი, რად­გან რო­გორც ბიბ­ლი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვი­ცით, გან­საც­დე­ლე­ბი უფრო გა­იზ­რდე­ბა და გაძ­ლი­ერ­დე­ბა, ბოლო ჟამი რაც უფრო მოგ­ვი­ახ­ლოვ­დე­ბა. ამ ბოლო ჟა­მის ნიშ­ნე­ბიც აშ­კა­რაა. ჩვენ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბოლო ჟა­მის დად­გო­მის ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი ნი­შა­ნი არის ის, რაც გა­მო­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, და­ი­წყე­ბა გან­საც­დე­ლე­ბი, რო­მე­ლიც "ერ­თდრო­უ­ლად მო­ი­წე­ვა ყო­ველ­სა სო­ფელ­სა ზედა", ანუ მთელს მსოფ­ლი­ოს ერ­თდრო­უ­ლად ერთი და იგი­ვე გან­საც­დე­ლი და­უდ­გე­ბა. მსგავ­სი რამ ბოლო სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ მას­შტა­ბის, რაც დღეს ხდე­ბა, ჩვენ არ გვქო­ნია და ეს სწო­რედ ამის ნი­შა­ნია.

ეს იმას მი­უ­თი­თებს, რომ ჩვენ კი­დევ უფრო უნდა გავძლი­ერ­დეთ ლოც­ვა­სა და მარ­ხვა­ში, რად­გან ღვთის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ბო­რო­ტი ძა­ლის წი­ნა­შე გამ­კლა­ვე­ბა, მისი და­მარ­ცხე­ბა და სწო­რედ ამ მი­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა დღეს პატ­რი­არ­ქი, რომ ჩვენს ერში აღად­გი­ნოს ის დიდი ტრა­დი­ცია, დიდი კულ­ტუ­რა ღმერ­თთან მჭიდ­რო კავ­ში­რის თა­ო­ბა­ზე. ჭეშ­მა­რი­ტად, ჩვენ მხო­ლოდ უფ­ლის შე­წევ­ნით გა­ვუძ­ლებთ და და­ვა­მარ­ცხებთ ამ გან­საც­დელს. დღეს ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა გა­მოც­დას გა­დის და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ამ გა­მოც­დას ღირ­სე­უ­ლად აბა­რებს",-აცხა­დებს მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი.

რო­გორც მან დას­ძი­ნა, დღეს ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის რწმე­ნა მტკი­ცე არ არის, თუმ­ცა მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "თან­და­თა­ნო­ბით ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უფალს ადი­დებს".
ბეჭდვა
1კ1