რა ხდება სინამდვილეში საბერძნეთის ეკლესიაში - განმარტება
რა ხდება სინამდვილეში საბერძნეთის ეკლესიაში - განმარტება
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სააღდგომო დღესასწაული აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას (საბერძნეთის ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო) მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა და გაუგებრობა.
გთავაზობთ ფეისბუქ-გვერდის

მართლმადიდებლური სიახლეები

მიერ გამოქვეყნებულ დაზუსტებულ ინფორმაციას ამ საკითხზე:


საზოგადოებაში გაუგებრობა მოჰყვა საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სინოდმა გადაიტანა აღდგომის დღესასწაული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ განვმარტავთ: აღდგომის დღესასწაულს, ისევე როგორც დანარჩენი მართლმადიდებლური სამყარო, საბერძნეთის ეკლესიაც 19 აპრილს იზეიმებს, მაგრამ რადგანაც ხელისუფლების მიერ შემოღებული მკაცრი ზომების გამო ამ ეტაპზე ტაძრებში მორწმუნეთა დასწრება იკრძალება, აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები და მგალობლები დაესწრებიან. ხოლო სადღესასწაულო ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა ტაძრის გარშემო) გაიმართება 27 მაისს, შუაღამის მერე, რადგან წელს ამაღლება არის 28 მაისს და შესაბამისად სწორედ 27 მაისია ის დღე, როდესაც საგალობელი "ქრისტე აღსდგა" უკანასკნელად იგალობება. წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ სადღესასწაულო ლიტანიობაში მორწმუნე მრევლმაც შეძლოს მონაწილეონის მიღება, რაც დღესდღეობით მოქმედი გამკაცრებული ზომების გამო, შეუძლებელია.
ბეჭდვა
1კ1