დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერმა ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ, სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაჭრილი იყოს და ამ იმედით, ვლოცულობთ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერმა ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ, სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაჭრილი იყოს და ამ იმედით, ვლოცულობთ
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო ჯერჯერობით არ იძლევა არანაირ განმარტებას, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი სააღდგომო დღეების მოახლოებას ელოდებიან.

"ჯერჯერობით ჩვენ არ ვიძლევით არანაირ განმარტებას, როგორ იქნება. დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარი. მან ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ სააღდგომოდ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი და ამ იმედით, ჩვენც ვლოცულობთ და ველოდებით ამ დღეების მოახლოებას და ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთი მხრივ, საზეიმო მსახურება და მეორე მხრივ, ამით არაფერი დავარღვიოთ", - განაცხადა დეკანოზმა.
ბეჭდვა
1კ1