საბერძნეთის ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
საბერძნეთის ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ.
ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.

სინოდის დადგენილებით, 18-დან 19 აპრილის ღამით ჩატარდება აღდგომის წირვა, მაგრამ ყველა ტაძრის კარები დახურული ქნება. ამგვარად, ღვთისმსახურება აღესრულება მრევლის გარეშე.

საზეიმო დღესასწაული გადატანილია სააღდგომო დღესასწაულის 39-ე დღეს, 27 მაისს, მას მერე, რაც სავარაუდოდ დასრულდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო პერიოდი.

ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს ხელისუფლების მიერ გამოცემული აკრძალვის დარღვევით. საბერძნეთის ხელისფლებამ ტაძრები დახურა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

აღდგომისწინა ვნების კვირა და თავად აღდგომა წელს საკარანტინო პერიოდს ემთხვევა - ნათქვამია სინოდის უწყებაში. მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, შინ ილოცონ უპრეცედენტო ვითარების გამო.
წყარო: "რადიო თავისუფლება"

აქვე გთავაზობთ ელადის ეკლესიის მიერ მიღებული განჩინების თარგმანს:

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივმოქმედმა სინოდმა იმსჯელა და განაჩინა!

მ ც ი რ ე მ ი მ ო ხ ი ლ ვ ა

ვნების შვიდეულში ტიპიკონით გათვალისწინებულ ყველა ღვთისმსახურებას აღასრულებს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ სამღვდელოება, წმინდა სინოდმა გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საყოველთაო კარანტინის შესახებ და მრევლს მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა ლოცვა-კურთხევა დარჩნენ სახლებში!
19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საღმრთო ლიტურღია აღსრულდება მთელს საბერძნეთში და მორწმუნე მრევლს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი ღვთისმსახურებას, დარჩნენ სახლებში და ილოცონ სამყაროს ხსნისათვის!
ასევე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება 26 მაისს აღდგომის წარგზავნის დღესასწაულზე როცა მათი ვარაუდით მძიმე ფონი გადავლილი იქნება, შესრულდეს საზეიმო წირვა ყველა იმ ღონისძიებით რაც დაგეგმილი იყო 19 აპრილს ( მსვლელობები,საზეიმო ცერემონიალები, ღამისთევა) მრევლი ამ დღეს შეძლებს წმინდა ზიარების მიღებას იმ ფორმით რაც დღემდეა ეკლესიაში (საერთო კოვზით)
მღვდელმთავართა კრებამ ანუგეშა მრევლი და გაამხნევა რომ მათი სახლში დარჩენა ეს არის მსხვერპლი სამყაროსთვის და საკუთარი სიცოცხლისთვის, რომელიც მათ უნდა გაიღონ ამ განსაცდელი ჟამს!
ასევე მათ მოუწოდეს მორწმუნეებს შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებთ!

ზუსტი თარგმანი მზადდება!
წყარო
ბეჭდვა
1კ1