"ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია, სულიერო შვილებო მიიღეთ შემდეგი რჩევა..." - პატრიარქი მრევლს მიმართავს
"ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია, სულიერო შვილებო მიიღეთ შემდეგი რჩევა..." - პატრიარქი მრევლს მიმართავს
მორ­წმუ­ნე­თათ­ვის სუ­ლი­ე­რი საზ­რდო ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც ხორ­ცი­ე­ლი საკ­ვე­ბი; ამი­ტომ ტაძ­რის კა­რის და­ხურ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და იგი ღია იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლას მო­ი­სურ­ვებს, - ამის შე­სა­ხებ უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის​ სამ­წყსო­სად­მი მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გან­საც­დე­ლის ჟამს ეძი­ებს ხსნას და ნუ­გეშს. დღეს, როცა მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახა­ლი ინ­ფექ­ცია საფრ­თხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლეს, ბუ­ნებ­რი­ვია, მრევ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­სო­ე­ბას ღმერ­თზე ამ­ყა­რებს და მი­ილ­ტვის ტაძ­რის­კენ.

მორ­წმუ­ნე­თათ­ვის სუ­ლი­ე­რი საზ­რდო ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც ხორ­ცი­ე­ლი საკ­ვე­ბი; ამი­ტომ ტაძ­რის კა­რის და­ხურ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და იგი ღია იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლას მო­ი­სურ­ვებს, რათა მი­ი­ღოს მად­ლი ღვთი­სა და სუ­ლი­ე­რად გან­მტკიც­დეს.

სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თათ­ვის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა სამ­ღვდე­ლო მო­ვა­ლე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მთე­ლი ერის­თვის.

შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და მოგ­მარ­თოთ, ჩვე­ნო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, და გთხო­ვოთ, მი­ი­ღოთ შემ­დე­გი რჩე­ვა:

ვიდ­რე გან­საც­დე­ლი გა­ივ­ლის, შე­ას­რუ­ლეთ სა­თა­ნა­დო მი­თი­თე­ბე­ბი: ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მათ შო­რის, ტა­ძარ­ში და ტაძ­რის ეზო­ში ყოფ­ნი­სას, და­ი­ცა­ვით დად­გე­ნი­ლი დის­ტან­ცია;

საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ის (და სხვა სა­ზო­გა­დო მსა­ხუ­რე­ბა­თა) შეს­რუ­ლე­ბი­სას ეკ­ლე­სი­ა­ში დარ­ჩნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, მგა­ლობ­ლე­ბი და სტი­ქა­როს­ნე­ბი, ხოლო დიდ სა­კა­თედ­რო ტაძ­რებ­ში - შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მრევ­ლიც;

სა­ერ­თოდ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მრევ­ლი იყოს ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, ანუ ღია სივ­რცე­ში და ასე მი­ი­ღოს ლოც­ვი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წმი­და მსა­ხუ­რე­ბა­ში;

მცი­რე ზო­მის ტაძ­რებ­ში და­საშ­ვე­ბია ასე­ვე, წირ­ვა-ლოც­ვა აღ­სრულ­დეს ღია ცის ქვეშ დრო­ე­ბით მო­წყო­ბილ ტრა­პეზ­ზე;

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და ტაძ­რის მსა­ხურთ, კონ­კრე­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ე­ცე­მათ და­მა­ტე­ბი­თი რჩე­ვე­ბი;

მორ­წმუ­ნე­თა ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ასა­კის ან უძ­ლუ­რე­ბის გამო რის­კის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, აგ­რეთ­ვე ისი­ნი, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფრ­თხი­ლეს იჩე­ნენ ვირუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის გამო, დარ­ჩნენ სახ­ლში. სურ­ვი­ლის ან გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ თა­ვი­სი მო­ძღვა­რი ად­გილ­ზე ჩა­უ­ტა­რებს სა­ჭი­რო მსა­ხუ­რე­ბას და ლოც­ვით კა­ნონ­საც გა­ნუ­სა­ზღვრავს.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი და წმინ­და­თა დასი შე­ე­წი­ოს ჩვენს ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს, გან­საც­დელ­ში მყოფ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს.

ილო­ცეთ და გაძ­ლი­ერ­დით!

"უფალ­მან ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს, უფალ­მან აკურ­თხოს ერი თვი­სი მშვი­დო­ბით," ამინ!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

ილია II",-აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.
ბეჭდვა
1კ1