ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სიაში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს
ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სიაში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს
ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რის დე­კა­ნოზ თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს და შე­საძ­ლოა, კი­დევ შე­მო­ი­ღონ. მისი თქმით, მსა­ხუ­რე­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა დი­ლით და სა­ღა­მოს, შე­სა­ბა­მი­სად, მრევ­ლიც გა­ი­ყო­ფა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გან­საც­დე­ლი კვლავ მძვინ­ვა­რებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი მსოფ­ლიო, მათ შო­რის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რა თქმა უნდა, ეკ­ლე­სი­აც კვლავ ამ გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვსა­უბ­რობ ეკ­ლე­სი­ა­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ჩვენს ხალ­ხთან და ერ­თგვა­რად ორ ფრონტზე გვი­წევს ბრძო­ლა: ერთი მხრივ, ვუ­ერ­თგუ­ლოთ ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბას და ჩვენ­თვის და მთე­ლი ერის­თვის ვი­ყოთ გამ­ტა­რი ცო­ცხა­ლი ღმერ­თის ღვთა­ებ­რი­ვი ენერ­გი­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც არის სა­კურ­ნე­ბე­ლი და გა­დამ­რჩე­ნე­ლი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და მთე­ლი ერი­სა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ადა­მი­ა­ნურ სიბ­რტყე­ში გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გა­მო­ვი­დეს ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ჩვენ გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნეთ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ადრე გან­ვა­ცხა­დეთ და რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ვი­წყეთ.

ჩვენც შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ვუდ­გე­ბით და გარ­და ამი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­მო­ვი­ტანთ ახალ-ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებს ჩვენს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში. ერთ-ერთი, რაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­ვა­კე­თოთ არის ის, რომ ლი­ტურ­გი­ე­ბი ყო­ველ დღეა და ვცდი­ლობთ, რომ გავ­ყოთ ეს მსა­ხუ­რე­ბე­ბი [სა­უ­ბა­რია ყო­ველ­დღი­უ­რი პირ­ველ­შე­წი­რუ­ლი ლი­ტურ­გი­ე­ბის დილა-სა­ღა­მოს აღ­სრუ­ლე­ბა­ზე]. გვაქვს ორი მოქ­მე­დი ტა­ძა­რი, მსა­ხუ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბა დი­ლით და სა­ღა­მოს, შე­სა­ბა­მი­სად, მრევ­ლიც გა­ი­ყო­ფა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი. და იგი­ვე წე­სით, გა­რეთ დგო­მით, თითო-თი­თოდ, გა­რეთ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ი­ღე­ბენ წირ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ეხე­ბა ყვე­ლა დღეს, მათ შო­რის კვი­რა­საც.

გარ­და ამი­სა, გვა­ხა­რებს ის, რომ ჩვე­ნი მრევ­ლი მარ­თლაც რო­გორც ღვიძ­ლი შვილ­ნი მსოფ­ლი­ოს და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და მათი ინი­ცი­ა­ტი­ვაა ის, რა­საც ახლა გა­ვაჟ­ღე­რებ: მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დონ და ეს თა­ნად­გო­მა ვლინ­დე­ბა 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, ზღვა­ში წვე­თია, მაგ­რამ გვა­ხა­რებს, რომ მრევ­ლში ის სუ­ლის­კვე­თე­ბაა გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი, რომ­ლიც ზო­გა­დად უნდა იყოს ეკ­ლე­სი­ა­ში - რო­დე­საც გან­საც­დე­ლის ჟამს ერი და ბერი ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მას გა­მო­ხა­ტავს და ეს არის სული ეკ­ლე­სი­ი­სა და ჩვე­ნი ტა­ძა­რი, რო­გორც ცო­ცხა­ლი უჯრე­დი ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სი­ი­სა, სწო­რედ ამ სუ­ლის­კვე­თე­ბას ავ­ლენს.

ასე­ვე მა­ხა­რებს ისიც, რომ ჩვე­ნი ტაძ­რის ერთ-ერთი ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი საბა თა­ვა­ძე, ოჯახ­თან შე­თან­ხმე­ბით, ვიდ­რე ეს გან­საც­დე­ლია და ვიდ­რე ეს უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­თვის გა­ი­ღებს სა­კუ­თარ მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც იმ დრომ­დე, იმ ბოლო დღემ­დე იქ­ნე­ბა ამ ცენ­ტრის სა­კუთ­რე­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ნამ ეს პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იარ­სე­ბებს. იმე­დი მაქვს, რომ უფ­ლის შე­წევ­ნით, მტკი­ცე რწმე­ნით, ჩვე­ნი გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თის, იესო ქრის­ტე­სა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით, ერ­თო­ბით გა­მო­ვალთ ამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან", - ნათ­ქვა­მია დე­კა­ნო­ზის მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სამ­რევ­ლოს სა­ხე­ლით ავ­რცე­ლებს.
ბეჭდვა
1კ1