სინოდის გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება
სინოდის გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება
დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. შესაბამის საკითხზე დღეს წმინდა სინოდმა იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო.
ბეჭდვა
1კ1