იწყება რეგისტრაცია საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპისათვის
იწყება რეგისტრაცია საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპისათვის
იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 63-ე ეტაპი.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
  • შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
  • მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
  • ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; ‭593 464 571
ბეჭდვა
1კ1