"ნიჟარების ჰარმონია" 4 თებერვლამდე გაგრძელდება
"ნიჟარების ჰარმონია" 4 თებერვლამდე გაგრძელდება
22 იანვარს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა "ნიჟარების ჰარმონია".

მამა დიმიტრი სასულიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისუფალ დროს უკვე თითქმის 14 წელია მუშაობს ნიჟარების მოზაიკაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია დაუმუშავებელი ნიჟარებისგან შექმნილი, როგორც ბიბლიური და სასულიერო, ისე ბუნებისა და სხვა თემატიკის 60-მდე კომპოზიცია.
ნიჟარები დაუმუშავებელია, ავტორი საერთოდ არ იყენებს ფერებს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც სხვადასხვა ტონალობით გამოირჩევა. მისი შექმნილი ნამუშევრები ორიგინალურობით, დახვეწილი ტექნიკითა და უნიკალურობით გამოიჩევა და შეიძლება თქვას, რომ მსოფლიო ხელოვნებაში ანალოგი არც აქვს.
გამოფენის გახსნას საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, სხვა სასულიერო და საერო პირები დაესწრნენ.


KARIBCHE


დეკანოზი დიმიტრი სუხიტაშვილი დაიბადა 1952 წლის 3 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში. საშუალო განათლება მიიღო რუსთავში, რის შემდეგაც დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია. 1986 წელს მისმა უწმინდესობამ აკურთხა დიაკვნად, 1987 წელს კი მღვდლად. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.


აღსანიშნავია, რომ დეკანოზი დიმიტრი სუხიტაშვილი იყო საინგილოში ამოქმედებული პირველი ტაძრის - კახის წმინდა გიორგის ეკლესიის პირველი წინამძღვარი (1989-1990 წწ), რომელიც ამ ისტორიულ მხარეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გააგზავნა მსახურებისთვის. ამჟამად მამა დიმიტრი მსახურობს ქვაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 4 თებერვლამდე გაგრძელდება (მის. სიონის ქ. 8).

KARIBCHE
KARIBCHE
KARIBCHE
KARIBCHE
KARIBCHE
KARIBCHE

სერგო კერესელიძის ფოტოები

ბეჭდვა
1კ1