საპატრიარქოს შენობა მღვდელმთავრების უმეტესობამ უკვე დატოვა
საპატრიარქოს შენობა მღვდელმთავრების უმეტესობამ უკვე დატოვა
სინოდის საბოლოო განჩინება ჯერჯერობით უცნობია. საპატრიარქო მას სავარაუდოდ უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს. საპატრიარქოს შენობა მღვდელმთავრების უმეტესობამ უკვე დატოვა. წმინდა სინოდის სხდომის შესახებ ჰერეთისა და ხორნაბუჯის მღვდელმავარმა მელქისედეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი ეპარქია გაიყო. ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდა ხორნაბუჯის ეპარქია, ჰერეთის ეპარქიას კი ეწოდა კახისა და ქურმუხის ეპარქია. მას არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი უხელმძღვანელებს. ისტორიულ ჰერეთში მამა დემეტრე ერთადერთი ქართველი სასულიერო პირი იყო.
ასევე გაიყო დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომელსაც მეუფე აბრაამი ხელმძღვანელობდა. წმინდა სინოდის სხდომის განჩინების თანახმად, იქ კიდევ ორი ახალი ეპარქია დაადგინეს. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიას არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი უხელმძღვანელებს, ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე დაადგინეს.
ამასთან, მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, რომ ბათუმის, ამერიკისა და კანადის ეპარქიას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს ეპარქიაც გაიყო. ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი იქნება.
წინასწარ ასევე ცნობილია, რომ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით წმინდანად შეირაცხა საქართველოს ეკლესიის პირველი მთავარეპოსკოპოსი იოანე. ამ მომენტისთვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 43 ეპარქია გააჩნია და 45 მღვდელმთავარი ჰყავს, მათგან ორს წმინდა სინოდის წინა სხდომის განჩინებით მღვდელმთავრის ტიტული შეუნარჩუნდა და ეპარქიებს აღარ განაგებს.
ბეჭდვა
1კ1