პატრიარქის საახალწლო მილოცვა, 2020 წელი
პატრიარქის საახალწლო მილოცვა, 2020 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქვეყნის მოსახლეობას ახალ, 2020 წელს ულოცავს.

პატრიარქი საზოგადოებისადმი მიმართვაში მოქალაქეებს ბედნიერებას უსურვებს.

"გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა" - ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის...
მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ბედნიერებას გისურვებთ, კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!", - განაცხადა პატრიარქმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.
ბეჭდვა
1კ1