საყოველთაო ნათლობის 62-ე ეტაპზე რეგისტრაცია 26 დეკემბერს დაიწყება
საყოველთაო ნათლობის 62-ე ეტაპზე რეგისტრაცია 26 დეკემბერს დაიწყება
იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 62-ე ეტაპი.  
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 26 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571
ბეჭდვა
1კ1