ალექსანდრიის საპატრიარქომ აღიარა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
ალექსანდრიის საპატრიარქომ აღიარა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ ალექსანდრიის საპატრიარქოს ყველა მღვდელმთავარს დაუგზავნა ეპისტოლე, სადაც აუწყებს ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას.

ასევე, ალექსანდრიის საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "გასულ თვეებში სინოდის სხდომაზე წმიდა მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას, რომელთაც (უკრაინელებმა) ავტოკეფალიის ტომოსი მიიღეს მისი ყოვლადუწმინდესობისაგან მსოფლიო პატრიარქისაგან.
როგორც ცნობილია, ჩვენი წმიდა კათოლიკე (ე.ი. საყოველთაო) ეკლესია ემყარება სინოდალური მართველობის სისტემას, აქედან გამომდინარე, რადგანაც ჩვენი წმიდა მღვდელმთავრები მომხრე იყვნენ გვეღიარებინა უკრაინის ეკლესია, დღეს, საღმრთო ლიტურგიის დროს მოვიხსენიეთ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი უფალთა უფალი ეპიფანე".

დღესვე, 2019 წლის 8 ნოემბერს, უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორემ საღმრთო ლიტურგიაზე მოიხსენია უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინისა - მიტროპოლიტი ეპიფანე.
KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1