"მათ მყრალ სიბილწეს ცილისწამებისას მაშინ აქვს ძალა, როცა ვინმე ისმენს, ამიტომ სჯობს, დავტოვოთ მხოლოდ ლიბერალ ტაშისმკვრელებთან მარტო."
"მათ მყრალ სიბილწეს ცილისწამებისას მაშინ აქვს ძალა, როცა ვინმე ისმენს, ამიტომ სჯობს, დავტოვოთ მხოლოდ ლიბერალ ტაშისმკვრელებთან მარტო."
ხატმწერი ირაკლი ლიჩელი სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"7 წელი გავატარე სასულიერო აკადემიის კედლებში, აქედან 2 წელი ვიცხოვრე სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, ეს იყო ადგილი სადაც თავს იყრიდა უამრავი ჭორი და მართალი უღირს თუ ღირსეულ სასულიერო პირზე, იქ ყოველდღიურად მიდიოდა არნახული მსჯელობა, კამათი, განკითხვა, დაცვა, მხილება, აზრთა გაზიარება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, არასოდეს, არასოდეს იმ სიბინძურის მსგავსი რაშიც პატრიარქს ცილს სწამებენ, არათუ არ გამიგია, ყურიც კი არ მომიკრავს.

სხვათაშორის დღეს რომ ლიბერალურ მედიაში, თვალში გხვდებიან ე.წ. "თეოლოგები" ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ ეგ ადამიანები, მაშინაც ზუსტად ასეთივე ღვარძლით სავსე დამოკიდებულებები ქონდათ პატრიარქის მიმართ, ოღონდ ცოტა შეფარულად (ახლა ვიღაცამ ერთად შეკრა და მათი აზრებიც ერთნაირად დავარცხნა) მათი პირიდანაც კი არ მოდიოდა მაშინ ეს სიბინძურე. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა.

მე პირადად, პირადი ნაცნობობის მიუხედავად ნელნელა ვშლი ასეთ ადამიანებს ჩემი მეგობრებდან, მათ მყრალ სიბილწეს ცილისწამებისას მაშინ აქვს ძალა, როცა ვინმე ისმენს, ამიტომ სჯობს, დავტოვოთ მხოლოდ ლიბერალ ტაშისმკვრელებთან მარტო."
ბეჭდვა
1კ1