საყოველთაო ნათლობის 61-ე ეტაპი იწყება
საყოველთაო ნათლობის 61-ე ეტაპი იწყება
იწყება 61-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი ჩD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი ჩD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571
ბეჭდვა
1კ1