პრეზიდენტი პატრიარქს - მოგყვებით ძალიან რთულ გზაზე, რომელიც ასევე არის წმინდა ილია მართლის გზა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და მრევლს პატრიარქის ანგელოზის, ილია წინასწარმეტყველისა და ილია მართლის ხსენების დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა პატრიარქს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ მოგყვებით ძალიან რთულ გზაზე, რომელიც ასევე არის წმინდა ილია მართლის გზა. საქართველოსთვის ეს გზა ყოველთვის რთული იყო და ვიცით, რომ კიდევ ბევრი სირთულეა ალბათ გადასალახავი. ჩვენ თქვენს გამო გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოგყვებით ამ გზაზე ბოლომდე, რომელიც მიდის საქართველოს გამთლიანებამდე. გისურვებთ მრავალ წელს, თქვენ ჩვენ გვჭირდებით",-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბეჭდვა