მეუფე შიო პატრიარქს - დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ნდობა, თქვენ გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელ მსოფლიოში
მეუფე შიო პატრიარქს - დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ნდობა, თქვენ გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელ მსოფლიოში
დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება, რადგან ყველა დრო თავისებურად ცდილობს ყალბი მიზნებითა და იდეალებით ჭეშმარიტი ღმერთის ჩანაცვლებას, - ასე მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

მეუფე შიომ პატრიარქს წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით ანგელოზის დღე მიულოცა და ილია მეორის ღვაწლზე ისუბრა.

"60 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ მონაზვნად აღიკვეცეთ და სახელად ილია გეწოდათ, რაც ღმერთის ძალას ნიშნავს. მას შემდეგ ილია წინასწარმეტყველი თქვენი განსაკუთრებული მეოხეა, ყოვლდწმინდა სამების წინაშე და მისი ლოცვით მთელი ამ წლების განმავლობაში გეძლევათ მადლი, რათა ყოვლითა განცხადებულებითა იქადაგოთ სიტყვა ღვთისა და ძალითა დიდითა და დააამოწმით აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

თქვენი კათოლიკოს-პატრიარქად მსახურების ჟამი საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა ათეისტური იმპერიის ტყვეობიდან გამოსულ ქვეყანას თავს დიდი განსაცდელები დაატყდა, ძმათა მკვლელი ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასი ათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნა, დიდი მატერიალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი. სწორედ ამ წლებში მოჰმადლა უფალმა ეკლესიას თქვენი მამამთავრობა, როგორც კეთილი მწყემსი და ბრძენი საჭეთმპყრობელი. თქვენ, ამ მძიმე წლებში ღვთისა და სამშობლოსადმი სიყვარულით განმსჭვალული, ქართველ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას უქადგებდით და ჩვენი ერის ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი როლის შესახებ გვახსენებდით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე თქვენი მიღვაწეობა და დიდი ამაგი ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეში, ჩვენს ერში დამოუკიდებლობის სულის გაღვივებისთვის, მრავალი საეკლესიო მოღვაწის, მათ შორის სამშობლოსათვის თავდადებულთა წმინდანად შერაცხვა ამის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი საზოგადოებისადმი საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მზრუნველობის ახალი გამოვლინებაა ჩვენს ეპოქაში.

ლოცვა ადამიანისთვის ყველაზე რთული ღვაწლია და თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, მუდამ გვაძლევთ დაუღალავი ლოცვით მაგალითს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა თქვენ მიერ დადგენილი შვიდგზის ლოცვები, რომლებიც ჩვენმა მრევლმა ასე შეიყვარა. ვისაც ჰქონია თქვენთან ურთიერთობა, თქვენ მათ ღმერთის შეცნობის შესაძლებლობას აძლევთ და უფლის სიყვარულისა და ცოცხალი სარწმუნეობის მაგალითს აჩვენებთ",-აღნიშნა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ აღნიშნა, რომ პატრიაქის დიდი შრომის შედეგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა იმ სატკივარის სადარაჯოზეა, რომელიც ქვეყანას აწუხებს და ქართველ ერს ყოველთვის აქვს მისი იმედი.

"თქვენ, როგორც ერის მზრუნველი მამა, თამამად იმაღლებთ ხმას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად და თქვენ სამწყოსს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევების წინაშე აქვს ყოველთვის თქვენი გამცდილებისა და სიბრძნის იმედი. თქვენი მზრუნველობის საგანი მუდამ არის დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება, მშვიდობისმყოფელობა და ერთსულოვნების შენარჩუნება, ვინაიდან, თავად ბრძანდებით მშვიდობისა და სიმშვიდის მაგალითი.

ყოველივე ამის გამო თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ნდობა. თქვენ ასევე გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელ მსოფლიოში, რადგან თქვენი საეკლესიო და საზოგადოებრივი მსახურება შორს გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. რთულია, თქვენს მიერ ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლის ჯეროვნად შეფასება", - განაცხადა მეუფე შიომ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler