მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ
მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს დღეს დაკრძალავენ. მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა.

ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს. ტაძარში პატრიარქს ელოდებიან, თუმცა დაესწრება თუ არა უწმინდესი დაკრძალვას, დაზუსტებით ჯერ ცნობილი არ არის.

მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა.
ბეჭდვა
1კ1