საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დღეს, პარ­ლა­მენ­ტში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ცნო­ბილ­მა მოვ­ლე­ნებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია, რად­გა­ნაც ყვე­ლას აწუ­ხებს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის თემა.

"სამ­წუ­ხა­როდ, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გა­მარ­თულ­მა აქ­ცი­ამ ახლა უკვე მკვეთ­რი ფორ­მე­ბი შე­ი­ძი­ნა. მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დონ ხალ­ხთან მი­მარ­თე­ბა­ში და მო­ე­რი­დონ მკვეთრ ძა­ლის­მი­ერ ფორ­მებს. მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­მო­ი­ჩი­ნონ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა და ნუ აყ­ვე­ბი­ან ემო­ცი­ურ ფონს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, შე­ფა­სე­ბა და სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. მივ­მარ­თავთ პარ­ტი­ებს, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, მივ­მარ­თავთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­ა­კე­თონ ყვე­ლა­ფე­რი, რათა სი­ტუ­ა­ცი­ამ უმარ­თა­ვი სახე არ მი­ი­ღოს და ქვე­ყა­ნა არ დად­გეს სა­ერ­თო დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე. უფალ­მან ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს, უფალ­მან აკურ­თხოს ერი თვი­სი მშვი­დო­ბით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
ბეჭდვა
1კ1