12 მოციქულის სახელობის ტაძარი ჩვენი დახმარების მოლოდინშია
12 მოციქულის სახელობის ტაძარი ჩვენი დახმარების მოლოდინშია
"კარიბჭის" მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი.

"კარიბჭის" გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ ტაძრის მშენებლობას ჩვენი დახმარება სჭირდებოდა არაერთხელ მოჰყვა მკითხველების რეაგირება და მათი დახმარებით ტაძარი ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი. მაგრამ ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია.
მშენებლობის განსაახლებლად საჭიროა საშენი მასალა: არმატურა, ცემენტი, ფიცარი.

მოდით, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად, მეგობრებო! შევეწიოთ ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია.
12 მოციქულის მადლმა გაგაძლიეროთ!
KARIBCHE KARIBCHE

გვინდა მშენებლების და მისი ორგანიზატორების სახელით მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც თუნდაც 1 ლარით შეეწევა ამ მადლიან საქმეს. უფალმა შეგიწიროთ და სიკეთით ასმაგად დაგიბრუნოთ ყოველი შენაწირი.

შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE50BG0000000550190700
მიმღები მალხაზ ნოზაძე

ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.
ბეჭდვა
1კ1