12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
12 მაისს, 07:00 საათიდან, მახათას მთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად "წრიული" შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით. ასევე ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მეტროსადგურ "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ , მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ , მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.07.2019
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. ,,ღირსების მარშის" ჩატარების ხელახლა დაანონსებას
28.06.2019
ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ ბულგარელ ხალხს მოუწოდა, ზაფხული საქართველოში გაატარონ
24.06.2019
კარიბჭის ჟურნალისტს თეა ცაგურიშვილს და დათო თოდრიას ვულოცავთ გაბედნიერებას,
23.06.2019
უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა
23.06.2019
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღების კურთხევა მისცა.
23.06.2019
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს დღეს დაკრძალავენ. მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის
21.06.2019
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები
21.06.2019
სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დღეს, პარ­ლა­მენ­ტში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ცნო­ბილ­მა მოვ­ლე­ნებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში
17.06.2019
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორს, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს,
14.06.2019
როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ღვთაებრივი სიყვარულის დღე
"ეს რა ხალხია ქართველები, ძნელად მისასვლელ მთის წვერებზე აგებენ ტაძრებს. ნეტავ რატომ შვრებიან ასე?" - აღნიშნავს ფრანგი მოგზაური შარდენი. ის ამას ბარის სალოცავებზე ამბობდა.