ისევ უნდა გთხოვოთ დახმარება "კარიბჭის" ჟურნალისტისთვის - ბრძოლა გრძელდება
ისევ უნდა გთხოვოთ დახმარება "კარიბჭის" ჟურნალისტისთვის - ბრძოლა გრძელდება
ჩვენო ერთგულო მეგობრებო, "კარიბჭის" მკითხველებო, გვინდა გაცნობოთ იმ დახმარების შედეგი, თქვენ რომ გაიღეთ ჩვენი ჟურნალისტისთვის - ამირან (ლაზარე) სინაურიძისთვის, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინეს და ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა დაუნიშნეს.
ამ ყველაფრის შესახებ ჩვენმა მკითხველმა საიტზე გამოქვეყნებული ამ სტატიიდან შეიტყო:


კიდევ ერთხელ გთხოვთ გვერდში დგომას - ამჯერად "კარიბჭის" ჟურნალისტისთვის

დაიწყო თანადგომის და გულისხმიერების დღეები და თვეები და ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა 6 კურსის ჩატარება. რომ არა თქვენი დახმარება, ამირანი ამას ნამდვილად ვერ შეძლებდა.

ახლა კი იმისათვის, რომ მკურნალობის შედეგი ინახოს და გადაწყდეს, გაგრძელდეს გადასხმები თუ დაავადება რემისიის ანუ ჩაცხრობის ფაზაში გადავიდა, საჭიროა კომპიუტერული ძვირადღირებული, კონტრასტული კვლევა, ე.წ. PET KT. მისი ღირებულება საქართველოში არის 2800 ლარი.

უკვე თვეზე მეტია, დადის ამირანი სოციალური სამსახურიდან მერიაში, მერიიდან გამგეობაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალურ  მომსახურებაში - დადის ეს ახალნაომარი, ამდენი განსაცდელგადატანილი ადამიანი და ვერაფერი გააწყო. ნაცნობებთანაც უკვე ამოწურა ყველა რესურსი. არა და თუ მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო, უკვე ჩატარებული მკურნალობაც წყალში ჩაიყრება. ამიტომ ისევ უნდა ვითხოვოთ თქვენი დახმარება, ჩვენო მეგობრებო. სხვა გზას არ გვიტოვებენ და იმიტომ. როგორც შეძლებთ, დავუდგეთ გვერდში "კარიბჭის" ჟურნალისტს.

TBC ბანკი, TBCBGE22 საბანკო ანგარიშია: GE21TB7701945063600020
მიმღები ამირან სინაურიძე.
ტელეფონი: 571 31 95 15
უფალმა დაგლოცოთ და სიკეთე არ მოგაკლოთ თქვენს ოჯახებში!
ბეჭდვა
1კ1