"საძირკველიდან ამოღებულ ერთ-ერთ ქვაზე წმინდა ეკატერინე გამოისახა..." - რა ხდება ქარელში, ხარაზიშვილების ოჯახში, რომლებმაც საკუთარი სახლი დაანგრიეს
"საძირკველიდან ამოღებულ ერთ-ერთ ქვაზე წმინდა ეკატერინე გამოისახა..." - რა ხდება ქარელში, ხარაზიშვილების ოჯახში, რომლებმაც საკუთარი სახლი დაანგრიეს
ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა ნა­ტაძ­რალ ად­გილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი და­ან­გრია, სა­ძირ­კველ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი და სვე­ტე­ბი იპოვ­ნეს.

ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE ცოტა ხნის წინ წერ­და. ყვე­ლა­ფე­რი ორი თვის წინ და­ი­წყო, როცა ოჯა­ხის წევ­რებ­მა 18 წლის ლავ­რენ­ტის უც­ნა­უ­რი ქცე­ვე­ბი შე­ნიშ­ნეს. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ზარ­დი ხში­რად სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბო­და, გან­მარ­ტო­ე­ბას ცდი­ლობ­და და ამ დროს ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბო­და, ბიჭი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და მისი ქცე­ვე­ბი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. ამის შემ­დეგ პრობ­ლე­მე­ბი ლავ­რენ­ტის დე­დას, ლალი მღებ­რიშ­ვი­ლსაც და­ე­წყო. ოჯახ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­არ­კვია, რომ მათი სახ­ლი ძვე­ლი ტაძ­რის ნან­გრე­ვებ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი და უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბიც სწო­რედ ამას და­უ­კავ­ში­რა...

ოჯა­ხის წევ­რე­ბის და სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რის თქმით, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო დან­გრე­უ­ლი ძვე­ლი ტაძ­რის ოთხკუ­თხა ქვე­ბი, სვე­ტე­ბი და თა­ღო­ვა­ნი სარ­კმლის ფრაგ­მენ­ტე­ბი.


"ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის დან­გრე­ვა მთლი­ა­ნად და­ვას­რუ­ლეთ. კედ­ლებ­სა და სა­ძირ­კველ­ში ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის არა­ერ­თი ქვა ვი­პოვ­ნეთ. ეს გახ­ლავთ თლი­ლი ქვე­ბი, სვე­ტე­ბი, ასე­ვე, არის სარ­კმლის ოვა­ლუ­რი თა­ღე­ბიც. ერთ-ერთ თლილ ქვა­ზე, რო­მე­ლიც სა­ძირ­კვლი­დან ამო­ვი­ღეთ, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე გა­მო­ი­სა­ხა, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სამ­ჩნე­ვი იყო წმინ­და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და შემ­დეგ გა­ფერ­მკრთალ­და...

მად­ლო­ბა უფალს, შევ­ძე­ლით და მი­ვი­ღეთ ეს რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სახ­ლი დაგ­ვენგრია... ამის შემ­დეგ უკე­თაა ყვე­ლა­ფე­რი - ჩემი მე­უღ­ლეც გა­მო­კეთ­და და შვი­ლიც" - ამ­ბობს რაჯი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის უკვე დან­გრე­უ­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ელექტრო კი­ოს­კის მშე­ნებ­ლო­ბის­თვი­საც (კი­ოს­კის აგუ­რის შე­ნო­ბის კუ­თხე­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­ბი­თაა ნა­შე­ნი).


სა­ღო­ლა­შე­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრის, მამა ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი რომ, ძვე­ლად სო­ფელ­ში, სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი იდგა, ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა, წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგლ­თა აღ­წე­რი­ლო­ბას" ასა­ხე­ლებს (გა­მოც. 1990 წ.), სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქარ­თულ სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში სო­ფე­ლი (იმ­ჟა­მად სა­ღუ­ა­ლა­შე­ნის სა­ხე­ლით) პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია XV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ამი­რე­ჯიბ­თა გვა­როვ­ნულ სი­გელ­ში.

წყა­როს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია, იმ­ჟა­მად ცნო­ბილ სა­ხელ­მწი­ფო და პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წეს, ქუც­ნა ამი­რე­ჯიბს თა­ვი­სი შვი­ლის­თვის, რა­მი­ნის­თვის უყი­დია. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს თა­ნახ­მად დას­ტურ­დე­ბა, რომ სო­ფელ­ში ორი ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა, ერთი - ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მოქ­მე­დია და მე­ო­რე - შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე, სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე მდგა­რა, ანუ სწო­რედ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი იყო აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ეკ­ლე­სი­ას გა­ლა­ვა­ნიც ჰქო­ნია შე­მოვ­ლე­ბუ­ლი.


ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში მცხოვ­რე­ბი ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი სახ­ლს, რო­მე­ლიც თა­ნა­სოფ­ლე­ლის­გან 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­გრევ­დნენ.

შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დგომ, ნა­ტაძ­რალ და შემ­დგომ ნა­სახ­ლარ ად­გი­ლას, სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი და ეპარ­ქია, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს.

ვი­საც ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, თან­ხა შე­უძ­ლია ჩა­რი­ცხოს "ლი­ბერ­თი ბან­კში" გახ­სნილ ან­გა­რიშ­ზე: GE49LB0711116417566000

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი
წყარო: 
ბეჭდვა
1კ1