მეუფე დანიელი - გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობის და კონსოლიდაციის საქმეში
მეუფე დანიელი - გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობის და კონსოლიდაციის საქმეში
ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილთხვდომილობის დღედ.

როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, 12 მაისს საქართველოს ეკლესია უკვე რამოდენიმე წელია აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებას საქართველოში, ანუ ქრისტიანობის შემოსვლას და ეკლესიის დაარსების დღესასწაულს.

"ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემობრძანდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით, რომელსაც შემდგომ აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა და ამ ხატის შესახებ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ხატი იქნებოდა ღვთისმშობლის ნაცვალი და მფარველი ჩვენი ქვეყნისა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს ნიშნავს, რომ თავად ღვთისმშობელი უხილავად შემობრძანდა საქართველოში ანდრია პირველწოდებულთან ერთად და თავად ღვთისმშობელი არის განმანათლებელი უპირველესი ჩვენი ერისა და რასაკვირველია მფარველი მისი მთელი მისი ისტორიის მანძილზე.

ამის შესახებ ჩვენ საქართველოს უმთავრეს მატიანეში, ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ შემდეგს: "და შემდგომად ამაღლებისა უფლისა რა ჟამს წილს იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსი და ჩვენებით ეჩვენა მას ძე მისი, უფალი ჩვენი და რქუა, ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის, ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანაწარატანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა."

ამ სიტყვებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ღვთისმშობელს წილად ხვდა ქართლის მოქცევა, ქრისტიანობის ქადაგება საქართველოში და ასევე მისი მფარველობა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

ღვთისმშობლის ეს წყალობა და ღვთის წყალობა ღვთისმშობლის მოვლინების სახით, რასაკვირველია უდიდესი ძალა იყო, არის და იქნება მუდამ ჩვენი ერისა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ამისთვის ასევე საჭიროა, რომ ერი განუხრელად იცავდეს იმ მოძღვრებას და იმ ფასეულობებს, რომელიც მოგვიტანა ჩვენ უფალმა, ღვთისმშობლისა და მისგან მოვლინებული ანდრია პირველწოდებულის და წმინდა ნინოს საშუალებით. მხოლოდ მაშინ, როდესაც ერი თავის ფასეულობებს ქრისტიანულ და ეროვნულ ფასეულობებს იცავდა, მაშინ იგი იცავდა თავის დამოუკიდებლობას, თავის კულტურას, თავის სიწმინდეებს და აღწევდა დიდ სიმაღლეს. მაგრამ როგორც კი ერი დასცილდებოდა ამ ფასეულობებს, ქვეყანაში დიდი ტრაგედიები დატრიალდებოდა-ხოლმე.

შესაბამისად, ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს. სწორედ ამას ემსახურება ამ დღესასწაულის დაწესება, რომ ქართველმა ერმა ზუსტად გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომ ეს არის უპირველესად არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, ქვეყანა დასძლევს ყველა იმ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას, რომელიც მის გზაზე წარმოიქმნება. სწორედ დღეს, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი ათეისტური ძალადობისა, დღეს ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება და არა მარტო გაცნობიერება, არამედ მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის აღდგენა, ხოლო ეს შეიძლება მოხდეს ღვთისმშობლის შეწევნით, რამეთუ სწორედ მისი წყალობით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და ეროვნული ფასეულობები, რომელმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების საქმეში, სამოქალაქო მშვიდობის და კონსოლიდაციის საქმეში და მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში. ვევედროთ უფალს და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენმა ერმა შეძლოს თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გარშემო გაერთიანებით წინსვლა, წარმატება და განვითარება, ამინ", - განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ დადგინდეს.

"დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეროვნული დღესასწაული", - განაცხადა ბახტაძემ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler