საინტერესოა, რა "დამსახურება" აქვს საქართველოს წინაშე ნარიმან ნარიმანოვს, რომლის მუზეუმიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა?!
საინტერესოა, რა "დამსახურება" აქვს საქართველოს წინაშე ნარიმან ნარიმანოვს, რომლის მუზეუმიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა?!
ქართულ საიტებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში აზერბაიჯანელი "მოღვაწის", ნარიმან ნარიმანოვის განახლებული მუზეუმი გაიხსნა.
სერგო კერესელიძე ამ მოვლენას თავის ფეისბუქ-გვერდზე ასე ეხმაურება:

გიხაროდეთ ქართველნო! თბილისში, იოსებ გრიშაშვილის 41 ნომერში ცნობილი აზერბაიჯანელი ბოლშევიკის, აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის (1920–1921) და სახალხო კომისრების თავმჯდომარის (1920-1922). ნარიმან ნარიმანოვის მუზეუმი გაიხსნა, იმ ნარიმან ნარიმანოვის, ვინც 1921 წლის 5 ივლისს საქართველოს მოღალატე ფილიპე მახარაძესთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოს უძველესი ისტორიული კუთხის - საინგილოს (მაშინდელი ზაქათალის ოლქის, ამჟამად ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონების) აზერბაიჯანის სსრ-სთვის ჩუქებას! საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ, რუსულ ენაზე შედგენილ ამ სამარცხვინო და უკანონო დადგენილების მე-4 პუნქტში ნათქვამია: "საქართველოს სსრ უარს ამბობს ყოველგვარ პრეტენზიაზე ზაქათალის ოლქის მიმართ, რაზეც საქართველოს რევკომი გამოსცემს შესაბამის დეკლარაციას". ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია... ამ რუსული დოკუმენტის ორიგინალი კი შეგიძლიათ იუთუბიზეც იხილოთ ისტორიკოს გიორგი კალანდიას ფილმში "ჰერეთი"...

ბეჭდვა
1კ1