გთხოვთ, გავერთიანდეთ უპოვართა დასაპურებლად!
გთხოვთ, გავერთიანდეთ უპოვართა დასაპურებლად!
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მდებარე პატარა უფასო სასადილო უკვე 6 წელზე მეტია ყოველდღე ცხელი სადილით
უმასპინძლდება 150-ზე მეტ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. ბენეფიციართა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სახსრების სიმცირის გამო სასადილომ შეიძლება ვეღარ მოახერხოს კეთილი საქმის გაგრძელება...
ერისიონი და საქველმოქმედო ორგანიზაცია "თხილის გული" ერთიანდება უპოვართა დასახმარებლად!

9 მარტს, 20:00 საათზე - ერთად, ერთმანეთისთვის, სიკეთისთვის ტარდება საქველმოქმედო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.
ერთად დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს!

კონცერტზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უპოვართა სასადილოს.

ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე https://tkt.ge/  

ღმერთმა შეგიწიროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ბეჭდვა
1კ1