საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჰერეთის ეროვნული აღორძინება" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჰერეთის ეროვნული აღორძინება" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჰერეთის ეროვნული აღორძინება" განცხადებით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. გთავაზობთ ამ განცხადების ტექსტს:
მოგესალმებით და მოგახსენებთ საინგილოში მყოფი დღევანდელ სიტუაციას.

2019 წლის 2 თებერვალს, საინგილოს სამივე რაიონში ბელაქანი, ზაქათალასა და კახში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სრულ უფლებიან ელჩს ბატონ ზურაბ პატარაძეს.

ბელაქანის სოფელ ითითალაში და ზაქათლის რაიონის დაბა ალიაბადში, შეხვედრებმა ჩაირა თათბირის სახის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, აზერბაიჯნულენოვანი თანამდებობის პირები, ასევე ისეთი ბიზნესმენები რომლებიც ფაქტიურად ოჯახშიც აღარ საუბრობენ ქართულად.

დაბა ალიაბადში ბატონი ელჩის და მასთან ერთად მყოფი დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრის ადგილმდებარეობა იყო დაბა ალიაბადის № 1 საშვალო სკოლა, ეს ის სკოლაა სადაც ქართული სექტორია, ამ სოფლის სკოლებს შორის მხოლოდ აქ შერჩა ქართული საქტორი. შეხვედრაზე იყვნენ ასევე აზერბაიჯნულენოვანი სკოლების მასწავლებლებიც.

შეხვედრამდე, არც იქ მყოფ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია თუ ვის უნდა შეხვედროდენ და არც სხვა დანარჩენ მასწავლებლებს, არც სხვა დანარჩენ მოსახლობას. შეხვედრა ისე ჩაიარა რომ არც ერთი პრობლემა რომელიც უკვე მოუთმენელ პრობლემად რჩება ბატონმა ელჩმა და საკონსულოს წარმომადგენლებმა ვერ მოისმინეს.

მაგალითად:

• სკოლაში სახელმძღვანელოების სიმცირე (ზოგი კლასი საერთოდ უსახელმძღვანელოდ არის);
• ახალშობილი ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევის პრობლემა;
• ტურისტების ჩამოსვლა საქართველოდან - მოგეხსენებათ საქართველოდან ჩამოდიან საინგილოს ტერიტორიაზე მყოფი ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, ტურისტის საზღვრის აქეთ გადმოყვანა შეუძლია მხოლოდ სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მიკრო ავტობუსებს და როცა მიიყვანენ მოსანახულებელ ობიექტებზე შემდგომში მარშრუტის მძღოლებს პრობლემები ექმნებათ ადგილობრივ პოლიციის ან უშიშროების განყოფილებებიდან;
• სოფელ მოსულის სკოლის მასწავლებლები სურვილისამებრ ამზადებდნენ ისეთ აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალში აპირებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას. ამ ბოლო დროს ამ მასწავლებლებს სხვადასხვა პრობლემები შეუქმნეს და რეპუტიტორობა აუკრძალეს.
• საინგილოში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დიდი სურვილია რომ საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა მიიღონ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ, თბილისის საავადმყოფოებში ჩამოდიან სამკურნალოდ, მაგრამ როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მკურნალობა ძვირი უჯდებათ.
და სხვა ბევრი ამდაგვარი პრობლემა, რომელიც სურთ რომ საქართველოს მოახსენონ ყოველთვის შეუძლებელად რჩებოდა და ამჯერადაც ელჩი სწორედ ისეთ დროს ჩამოვიდა, როცა მასწავლებლები სკოლაში არ იმყოფებიან. შაბათი დღეს შერჩევა რასაკვირველია ადგილობრივ გამგეობის წისქვილზე წყლის დასხმასავით გამოჩნდა. ყველაზე დასანანი და საწყენი ის არის რომ. იქ არ მოიკითხეს ქართული სექტორის მასწავლებლები არც ალიაბადისა არც სოფელ მოსულისა.

ასეთი შეხვედრები თუ ისეთ მოსახლეობასთან არ შედგება რომლებიც ქართულად საუბრობენ ასევე ქართულ სკოლაში ასწავლიან ყოველთვის ასე ჩაივლის.

ამიტომ ძალიან გთხოვთ ბატონო ელჩო ერთხელ ჩამოდით ისე რომ, შეხვდეთ მოსახლეობას რათა გადმოქცენ მათ თავისი გულისტკივილი, იქნებ ამ ყველაფერმა იმოქმედოს და მცირედ მაინც ჩააფიქროს ადგილობრივმა გამგეობამ პრობლემების გამოწორების შესახებ .
ზაქათლის და ბელაქნის რაონში მცხოვრები ინგილოები, დიდი თხოვნით და პატივისცემით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და პირადად საქართველოს სრულუფლებიან ელჩს აზერბაიჯანშიб - ბატონ ზურაბ პატარაძეს, რათა ახლო მომავალში, კიდევ ერთხელ ჩამობრძანდეს საინგილოში და შეხვდეს ადგილობრივ მოსახლეობას!

პატივისცემით,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჰერეთის ეროვნული აღორძინება"


თავმჯდომარე: როსტომ შაპიაშვილი
ბეჭდვა
1კ1