მამრეს მუხა წაიქცა-დრო დადგა და წაიქცა!
მამრეს მუხა წაიქცა-დრო დადგა და წაიქცა!
განა მაცხოვარი ჯვარს არ აცვეს ან დღეს ჩვენი უდიდესი შეცოდებებით არ ვუპირისპირდებით, უფალს?! ამაზე უნდა ვიგლოვდეთ და არა იმაზე მამრეს მუხა რომ წაიქცა. მას კვლავ წამოაყენებენ.

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ცნობამ, მამრეს მუხის წაქცევათან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამის შესახებ განმარტება ვთხოვეთ ბათუმის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაიძეს:

-მამრეს მუხა მდებარეობს, პალესტინის ქალაქ ქებრონში. იგი დიდი სიწმინდეა, რადგანაც სწორედ ამ მუხის ძირას იჯდა აბრაამი, როცა ღვთის ანგელოზები ისტუმრა და მიიღო პასუხი, რომ მას ეყოლებოდა შვილი. სიწმინდესთან ერთად მამრეს მუხა ასევე არის დიდი ისტორიული საგანძურიც. ხშირად არის, რომ მორწმუნე, მრევლი განსაკუთრებულად იძაბება როცა საეკლესიო სიწმინდეები ნადგურდება ჩარევით ან ბუნებრივად. არის მითქმა-მოთქმა თითქოს მამრეს მუხის წაქცევის შემთხვევაში ახლოსაა ჟამი მეორედ მოსვლისა! სახარებისეული შეფასებით, როცა უფალს ეკითხებიან, როდის იქნება მეორედ მოსვლაო?იგი პასუხობს: "არავინ იცის, გარნა მამისა".

KARIBCHE

ბოლო ჟამი, საეკლესიო აზროვნებაში დაიწყო მაშინ, როდესაც უფალი აღდგა და ამაღლდა. მას შემდეგ არის ჟამი უკანასკნელი. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, ბოლო ჟამი ეს არის, დარჩენილი რამდენიმე წელი ქრისტეს მეორედ მოსვლისა, მაგრამ ეს ასე არ არის. წმინდა სერაფიმ როუზი და მიტროპოლიტი ამბერკი ტაუშევი ამ აზრს ასე ანვითარებენ: "აპოკალისპტიკოსები(იგულისხმება ის სასულიერო პირები, რომლებიც აპოკალიფსით აშინებენ მორწმუნე მრევლა) ხშირად არასწორად ქადაგებენ აპოკალიფსზე, რათა დაძაბონ მრევლი. ლიტურგიიდან სახლში წასული ადამიანები, განიცდიან დიდ შფოთვას და ეძებენ ნიშნებს ტელევიზორში და ჟურნალ- გაზეთებში, ხომ არაა მოახლოებული ჟამი, რაც მათ ლოცვის სურვილს უკლავს."

KARIBCHE

მოგეხსენებათ, მამრეს მუხის წაქცევამაც მორწმუნე მრევლში დიდი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ არ შეიძლება ამაზე ტანჯვა გამოვხატოთ. დრო დადგა და წაიქცა! მამრეს მუხა აგერ უკვე მიახლოებით 30 საუკუნეს ითვლის მიახლოებით, რადგანაც შესაძლებელია უფრო ძველიც იყოს. ამიტომაც წაიქცა იგი. განა მაცხოვარი ჯვარს არ აცვეს ან დღეს ჩვენი უდიდესი შეცოდებებით არ ვუპირისპირდებით, უფალს?! ამაზე უნდა ვიგლოვდეთ და არა იმაზე მამრეს მუხა რომ წაიქცა. მას კვლავ წამოაყენებენ. მოგეხსენებათ, მუხა ყველაზე მყარი და ძლიერი მერქანია და თავის ადგილზე კიდევ საუკუნეები იდგება. მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ აზროვნებაზე და ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, რადგანაც ჩვენი პირადი აპოკალიფსიც დროც -გარდაცვალებაც დადგება. ეს არის შეხვედრა ღმერთთან! როგორ შევხვდებით ჩენ უფალს! აი, ამზე გვქონდეს აქცენტი გაკეთებული!

სარწმუნოებრივი ცხოვრებით ადამიანი უნდა გაბედნიერდეს. ის კი არ არის შეცდომა დავეცით, არამედ ის, რომ ფეხზე წამოდგომაც არ გვინდა. აქცენტები უნდა იყოს გაკეთებული სულიერ ცხოვრებაზე, თორემ მამრეს მუხას, ამ დიდი სიწმინდეს არასდროს დაეკარგება მორწმუნე საზოგადოებაში მისი აქტუალურობა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1