სოფელ ნიქოზის განაპირას ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი დააკავეს
სოფელ ნიქოზის განაპირას ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი დააკავეს
საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ეპარქიშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

ეპარქიის წარმომომადგენლები დაკავებულ მღვდელთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ბეჭდვა
1კ1