საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს
საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად. სხვადასხვა ეკლესიებს აქვთ ამ მოვლენებზე თავისი შეფასება: ზოგს ძალიან მკვეთრი, ზოგი უფრო თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასეთი ვიზიტი. ხდება ყველა ეკლესიის აზრის შეჯერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პატრიარქი რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს ამ წუთებში ხვდება. დელეგაციის წარმომადგენლები საპატრიარქოში შევიდნენ.

დეკანოზს ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, რომ იერუსალიმის საპატრიარქომ ერთგვარად დაუჭირა მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

"თითქმის ყველა ეკლესიამ გამოხატა გარკვეული პოზიცია - ზოგმა ნაკლებად მკვეთრი, ზოგმა - მეტად მკვეთრი. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს საქართველოს პოზიცია. დღეს ეს, რა თქმა უნდა, არ წყდება. დაველოდოთ სინოდს, თუმცა ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამა ანდრიამ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.02.2019
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჰერეთის ეროვნული აღორძინება" განცხადებით მიმართავს საქართველოს
13.02.2019
განა მაცხოვარი ჯვარს არ აცვეს ან დღეს ჩვენი უდიდესი შეცოდებებით არ ვუპირისპირდებით, უფალს?!
11.02.2019
ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში
10.02.2019
მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა,
05.02.2019
თურქეთის დედაქალაქ ანკარას წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად შესრულდა.
04.02.2019
საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი,
30.01.2019
ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა,
30.01.2019
უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად. სხვადასხვა ეკლესიებს აქვთ ამ მოვლენებზე თავისი შეფასება: ზოგს ძალიან მკვეთრი, ზოგი უფრო თავშეკავებული.
30.01.2019
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს.
27.01.2019
2015 წლის სააღდგომო ეპისტოლეში უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.