საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს
საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად. სხვადასხვა ეკლესიებს აქვთ ამ მოვლენებზე თავისი შეფასება: ზოგს ძალიან მკვეთრი, ზოგი უფრო თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასეთი ვიზიტი. ხდება ყველა ეკლესიის აზრის შეჯერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პატრიარქი რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს ამ წუთებში ხვდება. დელეგაციის წარმომადგენლები საპატრიარქოში შევიდნენ.

დეკანოზს ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, რომ იერუსალიმის საპატრიარქომ ერთგვარად დაუჭირა მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

"თითქმის ყველა ეკლესიამ გამოხატა გარკვეული პოზიცია - ზოგმა ნაკლებად მკვეთრი, ზოგმა - მეტად მკვეთრი. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს საქართველოს პოზიცია. დღეს ეს, რა თქმა უნდა, არ წყდება. დაველოდოთ სინოდს, თუმცა ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამა ანდრიამ.
ბეჭდვა
1კ1