სექტანტები სოციალურ ქსელებშიც აქტიურობენ - ნუ ენდობით გაურკვეველ ქადაგებებს და სარეკლამო მოსაწვევებს
სექტანტები სოციალურ ქსელებშიც აქტიურობენ - ნუ ენდობით გაურკვეველ ქადაგებებს და სარეკლამო მოსაწვევებს
ბოლო დღეებში ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო ვრცელდება ფეისბუქში, სადაც მაყურებელს ქრისტიანობის სახელით სთხოვს პროტესტანტული ლოცვა წარმოთქვან მასთან ერთად და სთავაზობს მათთან დაკავშირებას და მეგობრობას კითხვების გაჩენის შემთხვევაში. ვიდეოს რეკლამირებას ამ სექტის რუსულენოვანი ფეისბუქის გვერდი ახდენს (ამასთან ვიდეოში სექტის ლიდერი სპეციალურად არ ასახელებს იმ კონფესიას (სექტას), სადაც მაყურებლებს ეპატიჟება... ეს, ცხადია, გაუთვითცნობიერებელი მართლმადიდებელი ქრისტიანების და სხვა აღმსარებლობის ადამიანების მიმართ პროზელიტიზმის და სექტაში გადაბირების მცდელობაა). სხვადასხვა დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთხელ გააფრთხილა საქართველოს მოსახლეობა, რომ არ ენდონ ანონიმურ, გაურკვეველ ქადაგებებსა თუ სარეკლამო მოსაწვევებს, რომლებსაც სექტანტები ქრისტიანობის სახელით ქუჩებში თუ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. რამდენიმე წლის წინ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა ზემოაღნიშნული სექტის აქტიურობის შესახებაც გააფრთხილა ქართული საზოგადოება.
P. S. ვიდეოს შეგნებულად არ გთავაზობთ, ეს ფოტო კი ვიდეოდან გახლავთ ამოღებული.
ბეჭდვა
1კ1