სამებაში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება
სამებაში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება
ჩვილთა საყოველთაო, 57–ე ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 20 იანვარს გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 630–მდე ჩვილი გახდება. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 37 305 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 56-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 18 ნოემბერს გაიმართა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ბეჭდვა
1კ1