დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია პაციენტთან, სადაც მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო და მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება
დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია პაციენტთან, სადაც მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო და მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება
"ახლა დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია იმ პაციენტთან, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება", - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტს თავის ზედაპირული და ყურის დაზიანება აღენიშნება.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ექვსი მოზარდიდან ხუთი ხვალ გაეწერება, ერთი კი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას.

"ახლა დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია იმ პაციენტთან, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო: თავის ზედაპირული დაზიანება, ყურის დაზიანება. ახლანდელი შეფასებით მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება. ბავშვი აუცილებლად დარჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აუცილებლად გავაგრძელებთ მეთვალყურეობას. კიდევ ერთხელ იქნება იგი კონსულტირებული ნეიროქირურგის, ყელ-ყურ-ცხვირის და ყბა-სახის ქირურგის მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ბავშვთან ყველაფერი კარგად იქნება. ის ცვლილებები, რომელიც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაფიქსირდა, არ მიუთითებს მნიშვნელოვან დაზიანებაზე. ასე რომ, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა ამ წუთას დამაკმაყოფილებელია. მათი დაზიანება სხეულის ზედაპირულ ტრავმას მოიცავს. ზედაპირული ტრავმა გულისხმობს მხოლოდ ლოკალურ დაზიანებებს. აქედან გამომდინარე, ყველა მათგანი ხვალ გაიწერება კლინიკიდან. შესაბამისად, ერთი პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი ხუთი ხვალ გაეწერება," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ბეჭდვა
1კ1