აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას მდგომარეობა მძიმეა, მისი 4 წლის ძმა და დედა კი გარდაიცვალნენ
აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას მდგომარეობა მძიმეა, მისი 4 წლის ძმა და დედა კი გარდაიცვალნენ
დიდ დი­ღომ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მდგომარეობა, რომ­ლის ფო­ტომ "ფე­ის­ბუ­ქი" შეძ­რა, მძიმეა, მისი 4 წლის ძმა კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბები.გე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასევე მძიმეა გოგონას მეორე მცირეწლოვანი ძმის მდგომარეობაც.

აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბის დე­დაც არის.

"სახ­ლში ახა­ლი მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, ბავ­შვე­ბის ხრო­ტი­ნის ხმა მეს­მოდა, ჩემი ხე­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლე­ბი", - აცხა­დებს ბავ­შვე­ბის მამა ფრი­დონ ფი­რა­ლიშ­ვი­ლი ამბები.გე-სთან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, აფეთ­ქე­ბის დროს მათ­თან ოჯახ­ში სტუმ­რად მისი მე­უღ­ლის დაც იმ­ყო­ფე­ბო­და, რომლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის მძი­მეა.

თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.
ბეჭდვა
1კ1