დღეს პატრიარქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა
დღეს პატრიარქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა
დღეს უწინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა: მამა ალექსანდრე (წერეთლის ტაძრის წინამძღვარი); მამა გიორგი ჩიქოვანი(საიმერლოს ტაძრის წინამძღვარი); მამა ექვთიმე(თამარისის ტაძრის წინამძღვარი) და მამა აკაკი(საკათედრო ტაძრის წინამძღვარი) - დაჯილდოვდნენ ოქროს ჯვრებით და აყვანილები არიან დეკანოზის ხარისხში. აქსიოს. ხოლო წერაქვის მონასტრის წინამძღვარი მამა ზენონი დაჯილდებულ იქნა გამშვენებული ჯვრით. აქსიოს
ასევე მთავარანგელოზთა მონასტრის მღვდელმონაზონი, მამა ანდრია აყვანილი არის იღუმენის ხარისხში.  აქსიოს

"კარიბჭის" რედაქცია ულოცავს მეუფე გიორგის და მისი ეპარქიის მამებს! გისურვებთ ტკბილად და მსუბუქად გეტარებინოთ ეს წმინდა და დიდი ჯვარი!
"კარიბჭეს" განსაკუთრებულად ეიმედებით, მეუფეო, თქვენც და თქვენი ერთგული მამებიც. ჩვენი არსებობის ყველაზე კრიტიკულ მომენტში სწორედ თქვენ და თქვენი ეპარქიის მამები დაგვიდექით გვერდში. ამის შედეგია ის, რომ ჟურნალმა ჯერჯერობით გააგრძელა მუშაობა. გმადლობთ ყველაფრისათვის!
KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1