პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა
პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა
პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა. ალილოს პატარა მონაწილეები საპატრიარქოსთან იმყოფებოდნენ. მათ უწმინდესმა ტკბილეული გადასცა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ ქრისტეშობას. ბედნიერება სუფევდეს საქართველოში და მსოფლიოში. გაიხარეთ და გაგვახარეთ", - მიმართა უწმიდესმა პატარებს.

საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები დახვდნენ.
ბეჭდვა
1კ1