პატრიარქი სამებაში დღეს 23:00 საათზე მიბრძანდება
პატრიარქი სამებაში დღეს 23:00 საათზე მიბრძანდება
სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ, რის შემდეგაც საშობაო მსახურება დაიწყება. როგორც პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების ტაძარში 23:00 საათზე მიბრძანდება.

"მისი უწმინდესობა 23:00 საათზე მიბრძანდება სამებაში, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე და დაიწყება საშობაო მსახურება", - აღნიშნა მეუფე შიომ.

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება.
ბეჭდვა
1კ1