სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში" მეათე წიგნი დეკემბრის ბოლომდე იქნება დახლებზე "კარიბჭესთან" ერთად
სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში"  მეათე წიგნი დეკემბრის ბოლომდე იქნება დახლებზე "კარიბჭესთან" ერთად
"კარიბჭის" მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ ჟურნალთან ერთად იყიდება წიგნების სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში" ყოველი მომდევნო ტომი. სერია მოზარდებისთვის არის განკუთვნილი და მათ სულიერების სამყაროში მიუძღვება მეგზურად.

მეათე წიგნის ავტორი ხატმწერი ეკატერინე პაპუნაშვილია, რომელმაც ბავშვებისთვის საინტერესო ენაზე აამეტყველა ქართული ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები და თითოეულ მათგანზე საგულისხმო მოთხრობები გვიამბო. სათაურადაც ეს ანდაზები აქვს მოთხრობებს. როგორც ავტორი ამბობს, ზოგიერთი მოთხრობა ნამდვილ ამბებზეა დაწერილი, რომლებიც ავტორის სულიერ მზერას არ გამორჩენია და ფურცელზე გადმოუტანია.
წიგნში შეკრებილი მოთხრობები იმითაცაა საინტერესო, რომ ჩვენს თანამედროვე ყოფას ეხება და მოზარდებისთვის ახლობელ და მტკივნეულ საკითხებს სხვა თვალით დაგვანახებს.

შეგახსენებთ, რომ მეათე წიგნი, რომლის სათაურია "რასაც დასთეს, იმას მოიმკი" დეკემბრის ბოლო ხუთშაბათამდე გაიყიდება "კარიბჭესთან" ერთად.

წიგნის სპეციალური ფასი 4 ლარია. ჟურნალთან ერთად კი მას 5 ლარად შეიძენთ.

ბეჭდვა
1კ1