საქართველოს რადიოს მძიმე დღეები უდგას - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება!
საქართველოს რადიოს მძიმე დღეები უდგას - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება!
ჩვენო მკითხველო, უკვე კარგა ხანია, ჩვენი საზოგადოება დიდი მოთმინებით აკვირდება პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, ამჯერად საინფორმაციო საშუალებებზე გვინდა ვისაუბროთ. მკითხველი, მაყურებელი და მსმენელი ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებებში იშვითად თუ ნახავდა ინტელექტუალურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ, ეროვნულ, რელიგიურ გადაცემებს თუ სტატიებს. ამის მიზეზად კი, არც მეტი და არც ნაკლები, საზოგადოების მოთხოვნა სახელდება. თურმე საზოგადოების მოთხოვნა ყოფილა უკულტურობა, გაუნათლებლობა, უზნეობა, რასაც ასე გამალებით უძღვნიან მრავალსაათიან გადაცემებს. ერთადერთი რადიო და ტელევიზია, რომლებზეც დარჩენილი იყო შემეცნებითი გადაცემები, გახლდათ საზოგადოებრივი არხი და საქართველოს რადიო. დღეს ცნობილი ხდება, რომ იანვრიდან საქართველოს რადიოზე უქმდება ყველა შემეცნებითი გადაცემა და ეთერში იქნება მხოლოდ სიმღერები, ალბათ უპირადტესად უგემოვნო და მდარე ხარისხის - ჩევნს საზოგადოებას ხომ თურმე არც გემოვნება აქვს და არც კულტურის გაეგება რამე. 

რატომ? რა ხდება? საით მიჰყავს მავანს საქმე? რას ერჩიან ხალხს? - ეს არის პასუხგაუცემელი კითხვები. დიახ, აქამდე მდუმარედ ვადევნებდით თვალს საზოგადოების გადასაგვარებლად შემუშავებულ თანმიმდევრულ გეგმას, მაგრამ ეს ბოლო წვეთი უკვე ნამეტანია - აღშფოთებულია ყველა, ვისაც ესმის, თუ რას ნიშნავს ასეთი უგუნური გადაწყვეტილება. გთავაზობთ საქართველოს რადიოს თანამშრომლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების რამდენიმე პუბლიკაციას:


მანანა მახარაძე:
საქართველოს რადიოს (ფმ 102.4) მძიმე დღეები უდგას!
ის, რაც იქმნებოდა 93 წლის განმავლობაში რადიოს პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ, გადაცემები, რომლებიც კეთდებოდა ადამიანებისათვის და ადამიანებზე, ქართული კულტურის საგანძური იყო, თავის ოქროს ფონდიანად.
2019 წლის იანვრიდან საქართველოს რადიო რჩება ადამიანის ხმის გარეშე. ფიქტიურად ჩატარებული კონკურსის შედეგად, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებულია ყველა ის გადაცემა (კულტურა, მეცნიერება, მედიცინა, ისტორია, ემიგრაციის პრობლემები), რომლითაც საქართველოს რადიო ესაუბრებოდა ხალხს. საეთერო ბადე კი შეივსო მხოლოდ მუსიკალური პროექტებით (ჯაზოფრენია, მთელი ეს როკი, აკუსტიკა, უცნობი მუსიკა, სი ბემოლ ვიტამინი, ღია ფანჯარა, მუსიკის 12 მოციქული, არტ ნიუსი და ა.შ.). თორმეტმა მუსიკალურმა პროექტმა ჩაანაცვლა ყველა, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი, ღირებული გადაცემა.
საზოგადოებრივ რადიოს სჭირდება საზოგადოების თანადგომა.
გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი და გაავრცელოთ ხალხში!


ნანა ლომიძე:
........როგორც იქნა ჩააგდეს არფა სარდაფში, მოუმტვრიეს გვერდები და ისე....
........ 6-7 მეტრის სიმაღლიდან ბეტონზე მოადინა ჟღრიალი....უუუუჰ, ძლივს არ მოვიშორეთ!!! უხაროდათ ახალგაზრდა მუშებს....ეს ამბავი თამრიკო გამრეკელს მერე ისე, სხვათაშორის გაუმხილეს....თამრიკო მუსიკოსია, მითხრა, მთელი ტანი ამტკივდაო....
(არფა არის უძველესი წარმოშობის სიმებიანი საკრავი, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში)

ეს მოხდა, ბატონებო, 2004 წელს მოხდა....ჩვენთან, საზოგადოებრივ რადიოსა და ტელევიზიაში....
მერე საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ საკრავებს ვინ იცის, სად და როგორ აჟღარუნებდნენ... ფეხებმომტვრეული საკონცერტო როიალი კი, ახლახან, სარდაფის ჩასასვლელიდან სადღაც გაქრა...იქ 2004წლიდან ააყუდეს..... სწორედ იმ "დალოცვილი" თარიღიდან სიმფონიური ორკესტრი რომ დაშალეს... უნიკალური კულტურის მუსიკოს-შემსრულებლები კი არ დაელოდნენ უფროსებისგან:
- ორშაბათიდან ...
- ჰო, კარგი...არ ვართ საჭირო?
...და წავიდნენ.....
მერე სატელევიზიო ფილმების სტუდია აღარ გახდა საჭირო, თავისი მიღწევების ფეიერვერკით!!!!
მერე ტელევიზიის პირველ დიქტორს ლია მიქაძეს უთხრეს - იცით რა.... ორშაბათიდან....
.....და გაუღიმეს აი, ისე - ხომ გაიგე დეიდაო....
ლიას შემდეგ, ან უფრო ადრე ოპტიმიზაციის კანონები ასე გვიკარნახებსო და ასობით ტელევიზიისა და რადიოს დაუღალავი მშენებელი - რეჟისორი, ჟურნალისტი, ოპერატორი, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფები მექანიკურად დაიშალა.... უბრალოდ, გააძლიერეს დაცვა და კარიც არ გააღეს!....აქ აღარ მუშაობთოო....
....მერე კი, ო რა შვებით ამოისუნთქეს
ტელერადიორეფორმატორებმააა! - yesss!!!
ოღონდ....
მოხდა სასწაული და ამ საძაგელმა შუშის შენობამ, ჯადო-ადგილმა! ახალს, რეფორმირებულსა და მოდელირებულს სახე არ მისცა, სულიც არ ჩაუდგა! როგორ არ ეჯაჯგურნენ, ოქროს გასაღებს ვერაფრით მიაგნეს!
....მერე სათითაოდ, წითელი ხალიჩები დაუფინეს ცნობილებს, პროფესიონალებს, მაგრამ - ვერაფერი გააწყეს მათ გაუთავებელ მოგონებებთან....აი ამას ჟენიას იმპროვიზაცია მოუხდებოდა, ამას მზიას ყური უნდა, ამას პაატას თვალი, ამას თამაზის სიტყვა, ამას მერაბის დონე!....აუ, სად არის ახლა თემოო?!. ამ "საზიზღარ, ჯადო-სახლს" დააკლდა ის, რაც დაბადებიდან თან დაჰყვა - თანამდევი უკვდავი სული! რომელიც ამასობაში გაიყინა და დაიბზარა, ნამსხვრევებად იქცა!
კარგი, დაიკარგა აქ დაბადებული სულიერება? - დაიკარგოს!
დაიკარგოს!..დაიკარგოოს!.....კედლებიც ზანზარებდნენ ამ ფაშისტური გახელებისგან!
მოიცაა!.....ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი! - ხომ დარჩა! იყვირებ სადაც და როგორც გინდა! - გაღიზიანებულნი არიან რეფორმატორები.....
არ ვარგა, არა! - გუგუნებენ რეიტინგები!
...მერე დროზე მოუსწრო 2012-მა
მოვიდა ნანატრი თავისუფლება
..... მაგრამ, ახლაააც?
ისევ დაიბარეს ცნობილი, ნიჭიერები
- გააკეთეთ......
უკვე -2016-17- 2018წელია!!
- გააკეთეთ!
კი ბატონო, აკეთებენ....

ბოლოს კი, ბოლოს.....
საქართველოს ძველი 93 წლის რადიოც ჩართეს ამ გაუგებრობაში....
რადიო ამ 60 მილიონიდან 1,5 მილიონი ბიუჯეტით და 100-მდე რადიოჟურნალისტ- რეჟისორ-ოპერატორით,
ძველი, სიკეთით სავსე რადიო, ყველას რომ უყვარდა და უყვარს:
- "ყოველთვის ჩემთანაა, მელაპარაკება, მამშვიდებს, მასწავლის, მეფერება"....
- "ოთახში შემოსული არ ვარ,- რადიოს ვრთავ!....მინდა რაღაც ვუთხრა..."
- მიყვარს და მენატრება......გვირეკავენ რადიომსმენელები; მირეკავენ ემიგრანტები, დიდი მადლობა მათ!!
საზოგადოებრივი რადიო კი აგვისტოს თვიდან გააჩუმეს....."დაასვენეს" პუბლიცისტური, მოსაუბრე გადაცემებისგან
მხოლოდ მუსიკა უნდა იყოს რადიოში!
ო, ახლა მუსიკოსი რეფორმატორების ჯერია!

1 რეფორმატორი -" კარგი რააა...ვინ უსმენს ახლა რადიოს, მუსიკისთვის რთავენ! "
( ბოდიშს ვუხდი მაღალი კულტურის, გამორჩეულ უამრავ რადიომსმენელს)
2 რეფორმატორი - "კი, კი მხოლოდ მუსიკა, თან ახლა საცობებია და მუსიკით რეიტინგიც მოვაა!"
....და დადუმდა საქართველოს მოლაპარაკე რადიო!

არა - საბავშვო გადაცემებს! - თამარ გამრეკელი
არა - ჩვენი ქალაქის პატარა ამბებს ლამაზ ადამიანებზე,ყველა სოციალურ ფენაზე!-მანანა მახარაძე, ფატი თევდორაშვილი
არა - ერის საგანძურს!-ვანო ჯაფარიძე
არა - განათლებას! - ნინო დათუკიშვილი
არა - თეატრის მატიანეს! - გულიკო კაკაბაძე!
არა - თანამედროვე მწერლების ლიტერატურას!-ქეთი ჯოჯიშვილი
არა - მუსიკალურ შეხვედრებს!- ნია ბახტაძე
კინოფილმი-უეკრანოდ - ლია ძიძიგური - არა!
არა - მიგრაციის მარშრუტებს - ია მახარაძე, ნანა ლომიძე
არა - უნივერსალურ მუსიკალურ გემოვნებას!-მზია ჩიტიძე
არა - ახალგაზრდულ გადაცემებს! - მაია მაცხონაშვილი
არა - ისტორიის ქრონიკებს! - ლილი ჭანიშვილი
არა - გადაცემას - ექიმი გვირჩევს! - თამარ მურუსიძე

არა.არა. არა!!!
- რა მძიმე განაჩენია, ტყვიებივით მოდის!
დერეფნებში როგორც ფაშისტების ტყვეებს, ისე გვიყურებენ. თანაგრძნობით....
საოცარია, - ისე არიან მოხიბლული თავიანთი რეფორმატორული იდეებით, ვერ ამჩნევენ, რა სიმდიდრე დააგროვეს ამ დასჯილმა ჟურნალისტებმა, როგორ გაამდიდრეს ერის კულტურის საგანძური, რა დაიწერა მათ შემოქმედებაზე თეორიულ ლიტერატურასა და პოპულარულ გამოცემებში!

ჩვენ გადავრჩებით, ვიცი გადავრჩებით, ოღონდ თქვენი დახმარებით!

........მაგრამ, როდემდე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ საშიშროებებსა და გადარჩენებზე.... " როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!.."



ზვიად სეხნიაშვილი:
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა შესანიშნავი მამულიშვილის, პროფესორ ვანო ჯაფარიძის არაჩვეულებრივი პროექტი "ჩვენი საგანძური", რომელიც შაბათობით გადიოდა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში და უამრავი მსმენელი ჰყავდა. ეს პროექტი ლამის ერთადერთი გახლდათ, სადაც ჯერ კიდევ ფეთქავდა ქართული სული და სანამ არ მოიცილეს თავიდან, მანამ ვერ მოისვენეს.
ნათლად ჩანს, რომ ეს გახლავთ მიზანმიმართული ქმედება, რათა დაცალონ საინფორმაციო სივრცე ქართული ღირებულებებისგან და ფსევდოლიბერალური უზნეობით მოწამლონ ხალხი.
საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობას გვინდა ვუთხრათ: თქვენ არ უნდა გერქვათ საზოგადოებრივი, თქვენ ხართ ქართველთმოძულე ძალების ვიწრო ინტერესების გამტარებელი ხალხი და ან სახელი გადაირქვით ან დაუთმეთ ეგ თბილი ადგილები იმ ხალხს, ვისაც მამული და საზოგადოება ეძვირფასება.
ხომ არ გავიწყდებათ, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებით ქართველი ერის ნაწვალებ-ნაწამები შრომის ფასად?..თქვენი პირადი კანტორა ხომ არ არის საზოგადოებრივი არხი?..
კეთილი ინებეთ და დააბრუნეთ ეთერში ეს შესანიშნავი პროექტი !!!



მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რათა ყველამ დაინახოს საზოგადოებრივი აზრი! თუ ჩვენ ბევრნი ვიქნებით, ვერავინ გაბედავს თავხედურადთ თვალებში ნაცარი შეგვაყაროს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler