"დედა ენა - სამი ანბანი" - 14 ანბანიდან ერთადერთები ვართ, ვისაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს
"დედა ენა - სამი ანბანი" - 14 ანბანიდან ერთადერთები ვართ, ვისაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს
სერია "მეგზური სიკეთის სამყაროში" მე-9 წიგნით "დედა ენა - სამი ანბანი" - სამი ქართული ანბანის შესწავლას გთავაზობთ.
2017 წელს იუნესკომ ქართული ანბანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაში შეიტანა. მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ქართული ანბანი პირველია, რომელიც ამ ნუსხაში მოხვდა. 14 ანბანიდან ერთადერთები ვართ, ვისაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) და ეს აღიარა მსოფლიომ. ორგანიზაციის წევრი150-ზე მეტი ქვეყანა ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა ქართულ ანბანს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ ასე მიმართა მრევლს:
"ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ".

ჩვენი სერია ამ წიგნის გამოცემით ასრულებს პატრიარქის კურთხევას და ვთხოვთ მკითხველს, გულისყურით მოეკიდონ ჩვენი ეროვნული სიმდიდრის - სამი ქართული ანბანის შესწავლას და გადაცემას მომავალი თაობებისათვის.
წიგნის ფასი 4 ლარია, ჟურნალთან ერთად კი 5 ლარად შეიძენთ.
"დედა ენა - სამი ანბანი" დახლებზე ნოემბრის ბოლომდე იქნება.

ბეჭდვა
1კ1