პატრიარქის ლოცვა - კურთხევაა, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა
პატრიარქის ლოცვა - კურთხევაა, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა
პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ განაცხადა. "მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში ამომრჩეველმა არჩევანი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს.
ბეჭდვა
1კ1