ერიცა და ბერიც ითხოვს ანჩისხატის დაბრუნების პროექტის დროულ განხორციელებას - საინტერესოა, რას ელოდება კულტურის სამინისტრო?
ერიცა და ბერიც ითხოვს ანჩისხატის დაბრუნების პროექტის დროულ განხორციელებას - საინტერესოა, რას ელოდება კულტურის სამინისტრო?
"კარიბჭე" უკვე გატყობინებდათ, რომ ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების ინიციატორებმა სასულიერო პირებთან ერთად, ხატის დაბრუნების თაობაზე სამი კონფერენცია გამართეს.
მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ინიციატივით, საქართველოს ათასობით მოქალაქე, კონკორდატისა და საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით, საქართველოს ხელისუფლებისაგან უკვე წლებია ითხოვს - კომუნისტების პერიოდში მუზეუმში მყოფი მაცხოვრის ხელთუქმნელი ანჩისხატის თავისსავე სახელობის ტაძარში დაბრუნებას, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაუმახინჯებლად.
პრემიერ მინისტრის სამსახურის, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის არსებული მიმოწერა ადასტურებს ყველა მხარის მზაობას, ანჩისხატის ტაძარში მისი სახელმდები ხატის დაბრუნებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებაზე, მაგრამ რატომღაც კულტურის სამინისტროს მხრიდან საქმე წერილებს ვერ გასცდა.

კულტურის სამინისტროს რეკომენდაცია, შესაძლებლობას იძლეოდა პროცესების თანმდევად შექმნილიყო პროექტი და პირობების გამზადების შემთხვევაში არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი დაებრუნებინათ ანჩისხატი ეკლესიისთვის.
KARIBCHE
საინიციატივო ჯგუფმა და მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა ზაზა ნანობაშვილმა მათ მიერ შექმნილი პროექტი გააცნო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,  რომელიც ამავდროულად ბრძანდება საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი. მისმა უწმიდესობამ განიხილა, მოიწონა და მისცა ლოცვა-კურთხევა პროექტის სამინისტროში წარსადგენად.
საპატრიარქოს სამდივნომ და სიწმინდეთა მოძიების განყოფილებამ ორჯერ მიმართა კულტურის სამინისტროს, თხოვნით, რომ მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება სახატე ვიტრინის დამზადებაში ხელშეწყობისათვის.





KARIBCHE

წერილებში ნათქვამია, რომ საინიციატივო ჯგუფი თავად უზრუნველყოფს ანჩისხატისთვის ამ ძვირადღირებული კიოტის დამზადების ხარჯებს, ანჩისხატის ეკლესიაში დაცვის სამსახურის მიერ უკვე დამონტაჟდა სიგნალიზაცია. ახლა საჭიროა მხოლოდ კულტურის სამინისტროს დასკვნა კიოტის პროექტზე. კიოტის დასამზადებლად შეკვეთა უკვე შეთანხმებულია უცხოურ კომპანიასთან. ამ შეთანხმებას აქვს გარკვეული ვადები და ის საკმაოდ ძვირი ჯდება, ამის განხორციელებისთვის კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს თანხმობაღაა საჭირო. სახატის პროექტში და სიგნალიზაციაში  უკვე საკმაო ხარჯებია გაწეული და დროის გაწელვა დამატებით პრობლემებს შექმნის.
ეს ჯგუფი შემთხვევით რომ არ არის არჩეული, მათ მრავალწლიან გამოცდილებას თანდართული წერილებიც ცხადყოფს.

KARIBCHE

ანჩისხატის მუზეუმიდან ხატის სახელობის ტაძარში გადაბრძანების პროექტს მხარდაჭერას უცხადებენ და შესაბამის სტრუქტურებს მიმართავენ სხვადასხვა ეკლესიის წინამძღვრები.
ამავე მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა საქართველოს მოსახლეობის ათასობით წარმომადგენელმა.
ხატის დაბრუნებას ტაძარში აქვს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა ჩვენი ერისათვის. ერიცა და ბერიც ერთსულოვანია ამ საკითხში და საინტერესოა, რას ელოდება კულტურის სამინისტრო?
KARIBCHE
KARIBCHE
KARIBCHE
KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1