ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
29 სექტემბერს 17:00 სთ-ზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ბუბა კუდავას საჯარო ლექცია თემაზე "ტაო-კლარჯეთი (რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი...)"
ღონისძიებისას გაჟღერდება კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ამირანაშვილისა და მიხეილ ჭიაურელის ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.
ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში კი მთელი დღის მანძილზე შეგეძლებათ დაათვალიეროთ ტაო-კლარჯეთში (ოსმალეთში, დღევანდელ თურქეთში) ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციისას გადაღებული ისტორიული ძეგლების ფოტოები და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიზუალიზაციები.
ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018-ის ფარგლებშია დაგეგმილი და ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლის იუბილეს.

მისამართი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა: მ. ალექსიძის II შესახვევი #3.

დამატებითი ინფორმაციისათვის:
სალომე ჩხეიძე
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
595 593 293
ბეჭდვა
1კ1